ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გვარაში ბენზინგასამართ სადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოცხადებამ მძღოლი გააღიზიანა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.
ინციდენტის შემდეგ ორი პოლიციელი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
"ღამის საათებში, 4-დან 5 საათის ინტერვალში სტაციონარს მომართა ორმა პაციენტმა. სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ მათ, დაახლოებით 40 წლამდე ასაკის პაციენტები იყვნენ. გაეწიათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, გაეწერნენ ბინაზე სტაბილურ მდგომარეობაში, ექიმის დაკვირვების ქვეშ," - ამბობს ექიმი.