ღამით რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა დაეჯახა.
დარტყმის შედეგად ერთ-ერთი მანქანა სავალი გზიდან გადავიდა. დაზარალებულები რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.