"ევროპული საქართველოს" ლიდერები დღეს ხონში მხარდამჭერებს შეხვდნენ. დავით ბაქრაძემ ხონელებს დიდგორობა მიულოცა და განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის პატარა დიდგორია.
ბაქრაძის თქმით, კეთილდღეობა, დაცულობა, ევროინტეგრაცია - ეს არის ის, რასაც ევროპული საქართველო ხალხს ჰპირდება. გამარჯვების შემთხვევაში "ევროპელები" პენსიის, სოციალური და დევნილების დახმარების გაორმაგებას გეგმავენ.
"31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს" - განაცხადა ამომრჩევლებთან შეკრებაზე კაკო ბობოხიძემ, რომელიც "ევროპულმა საქართველომ", ვანი-ხონი-წყალტუბო-ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.