20 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
ყაზბეგში ეპიდემიოლოგებმა სამასამდე ტესტი აიღეს - პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

ყაზბეგში მოსახლეობის ტესტირება გრძელდება. ეპიდემიოლოგები იმ სამ სოფელშ მუშაობენ, სადაც ინფექცია დაფიქსირდა.

მედიკოსებმა დღეს სამასამდე ტესტი აიღეს. სოფელ აშეში ბიოლოგიური ნიმუშების ჩაბარება ხვალ განახლდება. ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის ყაზბეგის ჩაკეტვა არ იგეგმება. კორონავირუსი ლარსის გამშვებ პუნქტზე 7 თანამშრომელს დაუდასტურდა, მათგან სამი ყაზბეგის რაიონიდანაა.

დაიგეგმება თუ არა ყაზბეგში დამატებითი ღონისძიებები​ კორონავირუსის შეჩერების მიზნით, ეს დღეს აღებულ ნიმუშების პასუხებზეა დამოკიდებული, ნიმუშები უკვე ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. 

დღის ამბები