ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო შენობის მეოთხე სართულიდან გადმომხტარი დაშავებული მამაკაცის მეუღლე თვითმკვლელობის მცდელობას გამორიცხავს. სალომე ცანავა აცხადებს, რომ მისი მეუღლეს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აღენიშნებოდა და სუიციდის მცდელობის მოტივიც არ ჰქონდა.
სალომე ცანავა თქმით, მისი ქმარი საკარანტინო სივრცეში სპეციალისტებს, საკუთარი სურვილით გაჰყვა, მას შემდეგ რაც მან სარფის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა.
27 წლის მამაკაცის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ მისი ქმარი სასტუმროს მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.
"ამბობენ, რომ ოთახიდან გავიდა. ვთქვათ, თუ გავიდა, მაშინ კარანტინი რას ნიშნავს? ხომ უნდა იყოს ის პერსონალის მხრიდან კონტროლირებადი? თვითმკვლელობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ არც პრობლემას ჰქონდა, არც მიზეზი. მოდიოდა ძალიან კმაყოფილი, გახარებული. ჩამოვალ, გავივლი ამ კარანტინს, ისედაც ორი ბავშვი გვყავს და უსაფრთხოდ ჩამოვალო, ისედაც ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. მე მიმაჩნია, რომ შეიძლება გავიდა, რაღაც წესი დაარღვია და შეიძლება, რომ პერსონალის მხრიდან რაღაც დაჭერის პერიოდში გაუსხლტა ხელიდან პერსონალს და რაღაც მოხდა. მე და ჩემ მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რაიმე ფსიქოლოგიურ პრობლემას გამოვრიცხავ," - ამბობს დაშავებულის მეუღლე.
შეგახსენებთ, ბათუმში შენობის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროს საკარანტინო შენობაში მოხდა. 27 წლის ბიჭი საქართველოში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტით გუშინ შემოვიდა. სავალდებულო საკარანტინო პერიოდზე უარის თქმის მიზეზით გადახტა.
დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.