20 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
თვეზე მეტია საქართველოს ორი მოქალაქე - ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან

უკვე თვეზე მეტია საქართველოს ორი მოქალაქე - ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან. როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ახლაც საქმე აბსურდულ ბრალდებებთან გვაქვს.

მღებრიშვილს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ღამურებზე უკანონო ნადირობას ედავება, ზაზა გახელაძეს კი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში სდებს ბრალს მაშინ, როცა უიარაღო მოქალაქე თავად არის დაჭრილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ბოლო რვა წელში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 1603 ადამიანი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით კი, 1031 პირი. მიმდინარე წელს მსგავსი 34 შემთხვევა მოხდა.

დღის ამბები