03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
თბილისობაზე რიყეზე ღვინის სახლები დაიდგმება

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, ღვინის ქალაქიც მოეწყობა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ერთობლივი ღონიძიება რიყეზე გაიმართება, სადაც ღვინის სახლები დაიდგმება. ღვინის ქალაქში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის სრული ასორტიმენტი.

დღის განმავლობაში პროდუქციის დეგუსტაციაც გაიმართება. ღვინის ქალაქი თეატრალიზებული ღვინის აღლუმით დაიხურება.

დღის ამბები