09 სექტემბერი 2026,   19:21
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატები დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გეგმავენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატები დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გეგმავენ.

ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით შეეცდება აღადგინოს სურათი, თუ რა მოხდა მკვლელობის დღეს მდინარე არაგვის სანაპიროზე. ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას რამდენიმე პირი მიიღებს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, დანაშაულზე ინფორმაციას ფლობენ.

"გადამოწმდება დროში თუ რამდენად რელევანტურია ის ვერსია, რომელიც ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა. ჩვენ გვინდა გადავამოწმოთ ბრეგვაძის ჩვენება, მან ბოლო ჩვენებაში აღნიშნა, რომ ორი პირი გარბოდა და ისინი მისი მხედველობის არეალში იყვნენ. ჩვენ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე პირთან ერთად მივალთ გვიან ღამით და ვნახავთ, იმ რელიეფზე როგორ შეიძლება უკუნეთი სიბნელის დროს გადაადგილება და ასევე, დავაკვირდებით, შესაძლებელია თუ არა ადამიანმა იქ დაზიანებები მიიღოს,"- განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. 

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩატარდება. პროკურატურამ ბრალი "ტოიოტას" მარკის ავტომობილის ხუთ მგზავრს დაუმძიმა.

დღის ამბები