"ევროპულ საქართველოსთან" 4 წლიანი თანამშრომლობა დასრულდა - ახალციხის რაიონული ორგანიზაცია, პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს დატოვა. ხელმძღვანელთან ერთად, "ევროპული საქართველოს" რიგებს ორგანიზაციის 10 წევრიც დაემშვიდობა.
გადაწყვეტილება გელა დემეტრაძემ და მისმა კოლეგებმა თანაპარტიელებთან უთანხმოების გამო მიიღეს. ისინი მხარს ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს უჭერენ.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა შეხვედრა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან. ვანო მერაბიშვილმა ორივე პოლიტიკურ ძალას სთხოვა, ვაჟა ჩიტაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი ძალებით ებრძოლათ.