19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ოქროს მოწმის მეხუთე ჩვენება - გიორგი შაქარაშვილის საქმის გასაჯაროებული მასალები, რომელზეც გაუთქმელობის ხელშეკრულება მოქმედებდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გასაჯაროვდა ჩვენება, რომელზეც გაუთქმელობის შეთანხმება მოქმედებს. პროკურატურა უკვე ამბობს, რომ მოწმის ჩვენების გამოქვეყნებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა. პროკურორების თქმით, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მიერ რიგით მეხუთე გამოკითხვისას მიცემულ ჩვენება გაუთქმელობის შეთანხმების მიხედვით არ უნდა გასაჯაროვებულიყო.

ჩვენება ადვოკატების პროტესტის მიზეზი ხდება. ოქროს მოწმის ბოლო ჩვენებები შაქარაშვილის საქმეზე ბრალის დამძიმების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ჩვენება 17 ბრალდებულიდან ხუთისთვის ბრალის დამძიმების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახდა.

ადვოკატებს უჩნდებათ განცდა, რომ ამირხანაშვილს მეხუთე ჯერზე სასურველი ჩვენება გამომძიებლებმა ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ პროკურორები. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან საერთო პროტესტის ნიშნად უკვე 3 მოზარდი შიმშილობს. ბრალდებულები მიიჩნევენ, რომ საქმეში მათ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები გაყალბებულია და მოითხოვენ სიცრუის დეტექტორის გამოყენებით გამოიკითხონ.

დღის ამბები