03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ადიგენში მომხდარი დაპირისპირება 14 ადგილობრივის დაკავებით დასრულდა

დაპირისპირება ადიგენის რაიონში. ყოფილი მეჩეთის შენობის დემონტაჟს სოფელ მოხეში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის ჩხუბი მოჰყვა.

საუბარია შენობაზე, რომელშიც წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა. ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მასში კულტურის სახლი ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილზე სამუშაოები დაიწყო, ეს პროცესი რამდენიმე ადგილობრივმა გააპროტესტა.

პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად დაკავებულია სოფლის 14 მცხოვრები.

ამავე თემაზე
დღის ამბები