თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა ბავშვის გზის სავალი ნაწილიდან გადაგდება მოახერხა, ხოლო თავად გადასვლა ვეღარ მოასწრო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმის ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აქვს მრავლობითი მოტეხილობები.
"პაციენტი იმყოფებოდა კომაში, შემოსვლისთანავე გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ჩატარებულია კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრამვის რეჟიმში და აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები - თავის ტვინის დაჟეჟილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, დანარჩენი კვლევები გრძელდება. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება," - აღნიშნა ექიმმა ლელა გიგაშვილმა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.