06 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
ხაშურის შემოვლით 13 კმ-იან ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლით, 13 კმ-იან ახალ გზაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი გზის 13 კმ-დან, გზის დაახლოებით 11 კმ-იან მონაკვეთზე, ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით.

ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე 20 წუთის ნაცვლად, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

უმნიშვნელოვანესი გზა - ასე უწოდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურის ახალ შემოვლით გზას. 

ადგილზე ასევე იმყოფებოდა  საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც, მან განაცხადა, რომ ახალი გზა საკმაოდ უსაფრთხო და საინტერესოა.

"გზა არის ძალიან საინტერესო, რომელსაც აქვს ორი დიდი ხიდი, ერთი მათგანი კი გამორჩეულია, რადგან მას აქვს საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი თავისებურებები, არამედ ის უსაფრთხოება, რომლის საშუალებასაც ჩვენ ასეთი ტიპის გზები გვაძლევს,"- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

 

დღის ამბები