19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
37 წლის მოქალაქისთვის თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 5 პირი დააკავა

პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1980 წელს დაბადებული კ.ს, 1990 წელს დაბადებული გ.გ, 1981 წელს დაბადებული გ.ქ. და 1984 წელს დაბადებული ა.მ - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ვერსიით, მათ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 37 წლის პირს, რის შემდეგაც ცივი იარაღის მუქარით მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ქობულეთში ჩაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებულები გადაადგილების დროს აიყვანა.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


დღის ამბები