ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მომხდარი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ორი პირი. არსებული ინფორმაციით, დაკვებულები ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან არიან.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილ ლასო აბუთიძეს სოფელში კოტეჯი ჰქონდა, რომელსაც ტურისტებზე აქირავებდა. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.
ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს სავარაუდოდ მისმა ტურისტებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს, რადგან გოგოების თქმით, მათ კოტეჯის გვერდით მყოფი მუშები მათ აწუხებდნენ.სავარაუდოდ, ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რაც მკვლელობით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი ხელით არის გაგუდული. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.