ენზელ მკოიანის ძმა, შოკური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, დღეს საჯარო სივრცეშიც გამოვიდა და მედიისთვის პირველი კომენტარი გააკეთა. მარტინ მკოიანმა მისი მანქანის აფეთქების ფაქტი, ძმის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა და მომხდარი დაშინების მცდელობად შეაფასა. ამ ვერსიაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი თავიდანვე აპელირებდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მტკიცებით, მას ემუქრებოდნენ და აფრთხილებდნენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, პარალელურად კი, მისგან თანხის გადარიცხვასაც მოითხოვდნენ.