ავტომაგისტრალზე გადატვირთული მოძრაობიდან გამოსავალი ახალი შემოვლითი გზაა. მძღოლებს, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ხშირად გადაადგილდებოდნენ, ხაშურის გავლა აღარ მოუწევთ, ახლა მგზავრობის დრო თითქმის 50%-ითაა შემცირებული.
გზის ახალი მონაკვეთის გახსნამ, ხაშურელების იმ ნაწილს, ვინც ავტოსამანქანო გზის გასწვრივ ვაჭრობით ირჩენდა თავს - დამატებითი საზრუნავი გაუჩინა.
გარემოვაჭრეებისთვის შემოვლით გზაზე გათვალისწინებულია სპეციალური სავაჭრო სივრცეების გამოყოფაც, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ამას დრო დასჭირდება და მანამდე ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან.