ჭარბმა ნალექმა წყალტუბო დააზარალა - გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა კოსტავას, გოგებაშვილის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები და იქ მდებარე როგორც კერძო, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლები.
წყალმა დაფარა 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში ორი დიდი კორპუსის სარდაფი.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.