traveler.ge-ს ხელმძღვანელი დღეს, საგურამოს პოლიციაში დაკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
შალვა ბოლოთაშვილის თქმით, ის კომპანიის გიდს ავტოკატასტროფამდე ცოტახნით ადრე ესაუბრა და ყველაფერი წესრიგში იყო. ბოლოთაშვილისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას მძღოლმა, რომელიც კლდეზე გადაჩეხვამდე მიკროავტობუსს გზაში შეხვდა.
მისი მონათხრობით ირკვევა, რომ საბედისწერო ტურის მძღოლი შატილის გზაზე პირველად იყო, ჩქარობდა და სავარაუდოდ, მას მუხრუჭებმა უმტყუნა.
საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. საგურამოს გარდა დღეს მოწმეები დუშეთის პოლიციაშიც გამოკითხეს.