"იმუშავე საქართველოდან" - მთავრობა 95 ქვეყნის მოქალაქეს საკუთარი საქმიანობის განხორციელებას დისტანციურად - საქართველოდან სთავაზობს. საუბარია ადამიანებზე, ვისაც პანდემიისას სხვადასხვა სფეროში ონლაინ მუშაობის საშუალება აქვთ.
საქართველოს ხელისუფლება, როგორც "მწვანე ზონა", ტურისტული და სამუშაო მიზნით ჩამოსულ მოქალაქეებს უსაფრთხო დასვენებას ჰპირდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე პირმა დაინტერესების შემთხვევაში ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს. აუცილებელია სავალდებულო 12 დღიანი კარანტინის გავლა, ამისთვის კი ფინანსური უზრუნველყოფა თავად მსურველმა უნდა წარმოადგინოს.
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის ნებას დართავენ და საქართველოში გრძელვადიანი ვიზით ჩამოვა, ქვეყანაში დარჩენა 180 დღის განმავლობაში შეეძლება.