19 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში ძალადობის ბრალდებით ე.წ. სამართალდამცავი უწყების რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს 

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლების გამო, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ამოქმედდა. ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ ძალადობის ბრალდებით ე.წ. სამართალდამცავი უწყების რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.

პროტესტი იმდენად გამძაფრდა, რომ ე.წ.ი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, ე.წ. მთავრობა დაეთხოვა.  მოსახლეობა კი ე.წ. "გენერალური პროკურორის" გადაყენებასაც მოითხოვს.

ხმაური ცხინვალში უკვე მეორე დღეა გრძელდება. ქალაქში ე.წ. მილიციის რაზმები დგანან.

არსებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ინალ ჯაბიევ, ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა დააკავეს და წამებით მოკლეს. ვრცელდება ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი შემზარავი ფოტოები. სიკვდილს ებრძვის ნიკოლაი ცხოვრებოვიც, რომელიც ინალ ჯაბიევთან ერთად დააკავეს. 

დღის ამბები