19 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
რუსთავში, სამხარეო პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზა უნდა დაიწყოს

რუსთავში, სამხარეო პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზა უნდა დაიწყოს. სპეციალისტები გარდაცვლილის ავტომობილს დღეს პირველად შეისწავლიან.

ადგილზე იმყოფებიან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათ ადვოკატი.

დასადგენია, შეეძლო თუ არა ბაჩალიაშვილის ავტომობილს იმ მანძილის დაფარვა, რაც, არსებული ინფორმაციით, მან გაიარა. 

ოჯახი აცხადებს, რომ კვალის წაშლის მცდელობა აშკარაა, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებენ "ჰიუნდაის" წარმომადგენლებიც.

"გვინდოდა, დიაგნოსტიკური აპარატის შეძენა, დავუკავშირდით "ჰიუნდაის" სათაო ოფისს და გავარკვიეთ, ავტომობილს რა შესაძლებლობები აქვს. იქნებიან მათი წარმომადგენლებიც და ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდანაც,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

დღის ამბები