03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ადიგენში ისევ ხმაურია - ადგილობრივები დაკავებული 14 პირის გათავისუფლებას ითხოვენ

ამ წუთებში ხმაურია ადიგენის პოლიციასთან, სადაც რაიონში მცხოვრები მუსლიმები არიან შეკრებილი. ისინი იმ 14 პირის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც დღეს პოლიციამ დააკავა. ვითარება სოფელ მოხში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ იმ ტერიტორიაზე დაიწყო მუშაობა, სადაც ყოფილი მეჩეთი იდგა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქ კულტურის სახლი უნდა აშენდეს.

სამუშაოების დაწყების პარალელურად მოხში მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივმა მუსლიმებმაც დაიწყეს შეკრება, რაც ცოტა ხანში სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით 14 პირია დაკავებული. მათ გათავისუფლებას ადგილობრივები პოლიციის შენობასთან ითხოვენ.  

დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები