19 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
გელათის ისტორიული გალავნის ნაწილი ჩამოიშალა - დაზიანებული კედლის ნაწილი საფრთხის შემცველია

გელათის ისტორიულ გალავანს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. სამონასტრო კომპლექსის გალავნის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა.

დაზიანებულია დასავლეთ მხარეს დაახლოებით 30 მეტრიანი მონაკვეთი. ნგრევა, სავარაუდოდ, სიძველემ და გარემო ფაქტორების ზემოქმედებამ გამოიწვია.

დაზიანებული გალავნის ნაწილი საფრთხის შემცველია, როგორც დამთვალიერებლებისათვის, ასევე - მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სამონასტრო კომპლექსის გალავნის დაზიანებული ნაწილის გამაგრებისა და კონსერვაციისთვის, დაახლოებით, 125 ათასი ლარია საჭირო.

დღის ამბები