19 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
რუსთავის "ავერსის" კლინიკის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია. მისივე თქმით, ეს პაციენტი ქ. რუსთავის "ავერსის" კლინიკის თანამშრომელია.

მარინა ეზუგბაის განცხადებით, 8 პაციენტი დადასტურებულ პირთან კონტაქტია, 7 შემოტანილი შემთხვევაა, მათგან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 4 პაციენტზე მიმდინარეობს კვლევა წყაროს დადგენის მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 279 შეადგენს.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 6 185 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 

კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები