გურიის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 ჩოხატაურში, ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო ჯიბუტის თქმით, 21 წლის ქალი "დონას" კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება.
"ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალის კონტაქტების კვლევას აწარმოებს," - განაცხადა ჯიბუტმა.