თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნის მოსახლეობა დაზიანებულ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებს.
ადგილობრივებმა სოფელში აქცია გამართეს და ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულეს. მოსახლეობის მტკიცებით, მათ უბანში არჩევნებს ხელისუფლება სისტემატიურად აგებს, ამიტომ ადგილობრივებს ოპოზიციური განწყობების გამო სჯიან და 2,5 კილომეტრიან მონაკვეთს არ აკეთებენ.
მოსახლეობის თქმით, დაზიანებულ გზაზე გადაადგილება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით უჭირთ. აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.