26 აპრილი 2024,   22:55
ვრცლად
პანკისის მოსახლეობამ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართა

პანკისის მოსახლეობამ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართა.
ხეობელები სათემო რადიო "ვეისთან" შეიკრიბნენ და ჟურნალისტს მოუწოდეს, პანკისში მიმდინარე მოვლენები გაშუქება შეწყვიტოს .

მათი თქმით, ხეობაში რადიოს ფუნქციონირების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა ემიჯნებიან ისეთი პროვოკაციული განცხადებების გაშუქებას, როგორიც ბოლო დროს ხდებოდა. მათივე თქმით, მასალებში ეთნიკური შუღლის გაღვივება იყო. 

ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, შენობაში, სადაც რადიოა განთავსებული, ფონდ "როდი სკოტს" ეკუთვნის და გელა მთივლიშვილს საქმიანობის გაგრძელების უფლება არ აქვს.

დღის ამბები