კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი და ახალი შემთხვევები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში - კოვიდ ინფექციის მატების ტემპი გაიზარდა.
2 ექიმს დაუდასტურდა კორონავირუსი რუსთავის "ავერსის" კლინიკაშიც. ახლა უკვე 15 მედპერსონალი, როგორც პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ბოქსირებულ სექტორშია მოთავსებული.
როგორც "კურიერს" ეპიდემიოლოგმა ეკა მამალაძემ განუცხადა, "ავერსის" კლინიკის დამატებით 10 ექიმი იმყოფება იზოლაციაში და მათი მონაცემები ეტაპობრივად ლაბორატორიაში იგზავნება. ამ ეტაპზე არც ერთის მონაცემი დადებითი არ არის. ყველას პასუხი დღეს უარყოფითია.
რაც შეეხება კლინიკას, "ავერსის" კლინიკაში აცხადებენ, რომ მიუხედავად დადასტურებული 15 შემთხვევისა, კლინიკაში პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან და მუდმივად ხდება კლინიკის დეზინფექცია.
"ესენი არიან თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ კონტაქტში ინფიცირებულ თანამშრომლებთან. მათ ტესტირება ჩაუტარდათ ერთხელ, 2 სექტემბერს. ითვლებოდნენ კონტაქტებად, ამიტომ იყვნენ თვითიზოლაციაში. ჩვენ განმეორებითი ტესტირება გავაკეთეთ კიდევ და ამ განმეორებითი ტესტირების შედეგად ამ 2 ადამიანს დაუდასტურდა," - აცხადებს ეპიდემიოლოგი ეკა მამალაძე.