03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
გაეროს გენმდივანმა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ვიზიტი გააუქმა

გაეროს გენერალურმა მდივანმა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ვიზიტი გააუქმა. ბნ კი მუნი 30 ოქტომბერს სიერა ლეონეში, გვინეასა და ლიბერიაში აპირებდა გამგზავრებას, სადაც ებოლას ვირუსის ეპიდემიაა.

პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა დასავლეთ აფრიკიდან ჩასული მგზავრებისთვის შეზღუდვები დააწესა. მათ ქვეყანაში ჩასვლა მხოლოდ ჩიკაგოს აეროპორტის გავლით მოუწევთ, სადაც ინტენსიურ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

"წითელი ჯვარი" აცხადებს, რომ საზღვრების ჩაკეტვით ვირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებენ. 

დღის ამბები