17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
საბერძნეთის ხელისუფლება კუნძულ ლესბოსზე გაჩენილი ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მიგრანტებისთვის თავშესაფარს ეძებს

საბერძნეთის ხელისუფლება კუნძულ ლესბოსზე გაჩენილი ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მიგრანტებისთვის თავშესაფარს ეძებს. 13 ათასზე მეტი მიგრანტი დროებით მთავრობის მიერ სპეციალურად გამოყოფილ გემებსა და კარვებში დარჩება.

მიგრანტების სოლიდარობის ნიშნად აქციები გაიმართა ბერლინსა და ფრანკფურტში. 3 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა ხელისუფლებას მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა.

ათასამდე მიგრანტის შეფარება უკვე დააანონსა გერმანიამ. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საბერძნეთს დამატებით კარვებითა და მედიკამენტებით დახმარება შესთავაზა. პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაზარალებული მიგრანტების მიღებისკენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.

დღის ამბები