17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად ზონალურ საათობრივი პარკირება გააპროტესტა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად ზონალურ საათობრივი პარკირება გააპროტესტა. "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტებმა პარკირების ადგილზე ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ფოტოები გააკრეს.

შალვა ნათელაშვილმა თბილისის მერს მოუწოდა, რომ მსგავსი პარკირების სისტემა შეწყდეს და თბილისის სხვა რაიონებში აღარ გავრცელდეს.

"მითოლოგიური დრაკონი ბევრად ჰუმანური მოვლენაა, ვიდრე ივანიშვილ-კალაძის დანაშაულებრივი დუეტი, რომელმაც ამ დღეებში მოიფიქრეს ახალი წესი და მანქანის დგომის სანაცვლოდ საათში 1 ლარი უნდა გადაიხადოს მეპატრონემ. ეს ნიშნავს, თუ რამეს იშოვის ამათგან გაღატაკებულ ქვეყანაში, ოჯახში კი ვერ მიიტანს, უნდა შეაჭამოს ამათ გაბერილ ბიზნესს და მისაკუთრებულ ბიუჯეტს," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები