20 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
პარლამენტში დღეს ბავშვები დეპუტატების ამპლუაში წარდგებიან

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში მოზარდები დეპუტატების ამპლუაში წარდგებიან.

მათი მონაწილეობით წარიმართება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, რომელზეც თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები, ასევე ერაყიდან, სუდანიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან და ნიგერიიდან შეიარაღებულ კონფლიქტებს გამორიდებული ბავშვები საკუთარი უფლებების შესახებ ისაუბრებენ.

სხდომის დაწყებამდე ისინი პარლამენტსაც დაათვალიერებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები