ბავშვთა დაცვის საეთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პირველი ნაკადი დასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა.
პროექტს დედაქალაქის მერია ახორციელებს. ბავშვები მშობლებთან ერთად მათთვის ადაპტირებულ გარემოში დაისვენებენ.
ისინი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააცილა. მისი თქმით, წელს მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის 1650 საგზურს გასცემს.