18 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
მსოფლიოში​ კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად მატულობს - COVID-19 დღე-ღამეში 308 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

მსოფლიოში​ კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად მატულობს. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 308 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი მაღალი მაჩვენებელია.

მონაცემები ყველაზე სწრაფად ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში იზრდება. შეზღუდვებს ხელმეორედ აწესებს ზოგიერთი სახელმწიფო, იორდანიაში ორი კვირით სწავლა შეწყდება სკოლებში, დაიხურება რესტორნები და ბაზრები.

შეზღუდვები გამკაცრდა საფრანგეთის სამ რეგიონშიც, ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო კარანტინი გამოცხადდა ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოქტომბერსა და ნოემბერში ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს.

რთული ეპიდსიტუაციაა მეზობელ ქვეყნებში. ბოლო 24 საათში თურქეთში ვირუსს 63 ადამიანი ემსხვერპლა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მონაცემია, 57 ადამიანი გარდაიცვალა რუსეთში, ვირუსის შედეგად სომხეთში 3, აზერბაიჯანში კი 2 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები