19 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ბოლო დღეებში ითქვა, თითქოს ბევრი შემთხვევის გამო გვიჭირს კონტაქტების დადგენა, რაც არ არის სწორი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს კონტაქტების მოკვლევა არ უჭირს და მუშაობა ძველი პროტოკოლით ისევ გრძელდება.

"ეპიდკვლევა მიმდინარეობს, ბოლო დღეებში გაჟღერდა, თითქოს ბევრი შემთხვევის გამო გვიჭირს კონტაქტების დადგენა, რაც არ არის სწორი. ამ მხრივ, სიტუაცია კარგად კონტროლირებადია და პრობლემა არ არსებობს.

ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური დღეს ისევ აგრძელებს წინანდელი პროტოკოლით კლასტერების მოკვლევას. აჭარაში მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება. ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლირებადია,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები