"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კლინიკა "ბაუს" ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიაში 200 თანამშრომლის მონაცემია გადაგზავნილი.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ინიფექცია დაუდასტურდა ოზურგეთში ერთი ოჯახის სამ წევრს, მათ შორის არის მცირეწლოვანი 1 წლის ბავშვი. ოჯახის მეოთხე წევრს - 3 წლის ბავშვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა ლაბორატორიულად მას დადასტურებული ვირუსი არ აქვს.
ოთხივე მათგანი, ამ წუთებში, კოვიდმიმღებ განყოფილებაში გადაჰყავთ.