პატიმრობაში მყოფი გიორგი გუდაძე 3 კვირიან შიმშილობას პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შემდეგ წყვეტს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ჟუნრალისტებს მთიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელ გაბრიჩიძემ მიაწოდა.
ეპისკოპოსმა მანამდე ციხეში გიორგი გუდაძე მოინახულა, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგად. 3 კვირაა შიმშილობს, თავს თვლის უდანაშაულოდ. ფიქრობს, რომ ობიექტურად წარიმართება საქმე. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ის შეწყვეტს შიმშილობას," - აცხადებს მთიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელ გაბრიჩიძე.