ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ბოტანიკის ინსტიტუტში ბავშვების ნახატები იყო გამოფენილი, რომლებიც განათლების მინისტრმა ბავშვებთან ერთად დაათვალიერა. გამოფენაზე ასევე პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოსული პატარებიც იმყოფებოდნენ.