20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საქართველოში ბრუნდება
ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატი "არსენალის მთა ღამით" საქართველოში ჩამოვა. 
გავრცელებული ინფორმაციით ლონდონის "ქრისტის" აუქციონზე ნახატი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. 
 
ამ ინფორმაციას საკუთარი facebook-ის გვერდზე თავად ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე ადასტურებს. ამავე თემაზე ასევე სოციალურ ქსელში საუბრობს ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთევან დუმბაძეც, რომელიც წერს, რომ ნახატი მალე თბილისში იქნება. 
 
შეგახსენებთ, რომ ფიროსმანის ცნობილი ტილო აუქციონზე მილიონ 486 ათას 100 დოლარად გაიყიდა. "არსენალის მთა ღამით" ფიროსმანმა 1907-1908 წლებში დახატა. 
 
1957 წელს ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ნახატი 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.
დღის ამბები