საქართველოს მესამე გუნდმა, რომლის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 23 წელია მოსკოვის დინამო უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 2:1 დაამარცხა.
რუსეთზე გამარჯვება ლოკომოტივმა ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს მიუძღვნა.
თბილისში წაგების შემდეგ მოსკოვის დინამოს მწვრთნელს შეიძლება პოსტიც კი დაატოვებინონ.
ერთ-ერთმა გამოცემამ რუსული და ქართული გუნდის საბაზისო ღირებულებაც კი შეადარა. აღმოჩნდა რომ მოსკოვის რუსული გუნდის სრული შემადგენლობის ფასი დაახლოებით 60 მილიონი ევროა, მაშინ როდესაც თბილისის ლოკომოტივი 4 მილიონსაც ვერ აღწევს.