ზელიმხან ხანგოშვილმა დღეს გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა სამართალდამცველების შეკითხვებს.
პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მისი ახლო ნათესავების დაკითხვა და თავად ხანგოშვილის ტელეფონის გაშიფვრა.
თავდამსხმელის გარეგნობა ცნობილია და ის დაზარალებულმა თავადაც აღწერა.
ვერსიებიდან კი თავად ხანგოშვილი მხოლოდ ერთს განიხილავს-მომხდარში ის რუსულ კვალს ხედავს. რაც შეეხება გამოძიებას, ოფიციალური ინფორმაცია ვეძისში მომხდარ თავდასხმაზე არ ვრცელდება, თუმცა დაკითხვიდან გამოსული ხანგოშვილის ნათესავები აცხადებენ, რომ საქმეში კონკრეტული ეჭვმიტანილი არ ფიგურირებს.
უცნობია რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას საქმეში. შინაგან საქმეთა სამინიტროში კომენტარს არ აკეთებენ.