20 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ნუცუბიძეზე მოკლული ბიჭის ახლობლები დაკავებულის გარდა მკვლელობაში კიდევ ერთ პირს ადანაშაულებენ

ნუცუბიძის ქუჩაზე მოკლული ბეგი მამალაძის და დარწმუნებულია, რომ მისი ძმის მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა.

"100 პროცენტით ვიცი, რომ დაიჭირეს ახლა არ ვიცი გამოუშვეს თუ არა, მაგრამ ესეთი მითქმა-მოთქმა არსებობს, რომ მას ჰყავს მფარველი. არაფერი განსხვავება არ არის როინსა და მას შორის,"- აცხადებს "კურიერთან" საუბრისას მარიამ მამალაძე

18 წლის მამალაძე 25 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლეს.

მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი, 19 წლის როინ ქარდავა მკვლლეობის ღამესვე დააკვეს.

გარდაცვლილის ოჯახი კი აცხადებს, რომ პოლიციამ მეორე პირის დაკავებაც შეძლო, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.

ოჯახი ეჭვობს რომ, მკველობის თანამონაწილეს მფარველები ჰყავს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა, მკველობის მეორე თანამონაწილის შესახებ საუბრობენ ბეგი მამალაძის მეგობრებიც.

მათი თქმით, სასიკვდილო ჭრილობები დანით მამალაძეს ჯერ როინ ქარდავამ, შემდეგ კი მასთან ერთად მყოფმა პირმა მიაყენა. 

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, დავით ქაშიაშვილი

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები