მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ერთდროულად საპროტესტო აქციები გაიმართება.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბოლნისსა და ზუგდიდში მოქალაქეები საღამოს 18 საათისათვის შეიკრიბებიან.
დედაქალაქში აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ ღონისძიებას.
აქციის მთავარი მოწოდება იქნება - ”არ დაიჭირო”.
შეკრების ორგანიზატორი ”2 ივნისის მოძრაობაა”. ისინი აცხადებენ, რომ უნდა შეწყდეს ადამიანის დაჭერა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მარიხუანას ეწევიან.
პარლამენტში კი გოგა ხაჩიძის პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს, თუმცა მმართველ გუნდში ამ საკითხზე ჯერ ერთსულოვანი პოზიცია არ არის. უმრავლესობის ნაწილისთვის ეს ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია.