ავიაციის გამოყენებით აპირებს გარემოს დაცვის სამინისტრო ტყის მავნებლებთან ბრძოლას.
შეწამვლის პროცესი უახლოეს პერიოდში სპეციალისტების ზედამხედველობით დღეში ორჯერ - დილით ადრე და საღამოს საათებში განხორციელდება. ჩატარებული კვლევის შედეგად ყველაზე მეტად ტყე მავნებლებმა ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანების რეგიონში დააზარალეს.
ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, შერჩეული პრეპარატი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აგრარულ უნივერსიტეტთან რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩა, წარმოადგენს აბსოლუტურად უსაფრთხო საშუალებას.