23 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
"სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს მიხეილ რამიშვილი საქმეს ჩამოაშოროს. თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს.

"მიზანმიმართულად ახლა ჩამოშორება უნდათ რამიშვილის ამ საქმიდან იმიტომ, რომ იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის.

მივმართავ ისევ შოთაძეს, რომ შორს მაგის სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც ელოდება დიდი ხანია და ექავება ხელი. აქციებს რახან არ ვაანონსებ იმას არ ნიშნავს, რომ გადავიფიქრე, ან დავიღალე, ან მეშინია. ერთი უბრალოდ გაბედონ და აბსოლუტურად ყველას ჩავრთავ, რითაც აქამდე თავს ვიკავებდი სხვა შემოთავაზებებისგან. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე. ყველას ჩავრთავ აბსოლუტურად. სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი," - განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის ვალიდურობის დადგენის მიზნით მიხეილ რამიშვილს პირადი ტელეფონი ჩამოართვა. დადგება თუ არა მისი პასუხიმგებლობის საკითხი - ამ კითხვაზე პასუხი საგამოძიებო უწყებამ უახლოეს პერიოდში უნდა გასცეს. დღეს მის ტელეფონს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

დღის ამბები