საპროტესტო აქცია გონიოში. მოსახლეობა სატვირთო ავტომანქანებისთვის განკუთვნილი სადგომის გაუქმებას ითხოვს.
მიზეზად მუდმივი ხმაური და სანაპიროზე გასასვლელის გაუქმება სახელდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პარკირების ადგილმა ზღვაზე გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ტურისტები ახლოსმდებარე სახლებში ბინის ქირაობაზე უარს ამბობენ.