უნიკალური აღმოჩენა ხელვაჩაურში. კახიძეების საგვარეულო კარმიდამოშო, სოფელ კაპნისთავში უნიკალური მარანი აღმოაჩინეს. არქეოლოგები ადგილზე ორი კვირაა მუშაობენ.
წინასწარი მონაცემებით, მარანი შუასაუკუნეებს ეკუთვნის. ისტორიკოსების განცხადებით, მარანის მეპატრონე შეძლებული იყო, რადგან საცხოვრებელი სახლი ქვის ფუნდამეტით აქვს აშენებეული.
რაც შეეხება ქვევრებს, სულ თერთმეტია და ისინი ქართული და ბიზანტიური ნაკეთობებისაა. ყველაზე დიდი სავარაუდოდ ნახევარ ტონა ღვინოს იტევს. არქეოლოგიური გათხრები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.