28 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთვევების გამო სოფელ ლაითურში გამშვები პუნტქი მოეწყობა

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და გამკაცრებული რეჟიმი. სოფელ ლაითურში გამშვები პუნქტი მოეწყობა.

დაიწყება მოსახლეობის თერმოსკრინინგი და აქტიური ეპიდკვლევა. დასახლებაში დახურულია საჯარო სკოლა.

"კოვიდ-19" რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს აქვს  დადასტურებული.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ერთ პედაგოგს და რამდენიმე მოსწავლეს, კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა და წუხელ, გვიან ღამით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა მოგვცა რეკომენდაცია, რომ დღეიდან ლაითურის საჯარო სკოლა გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლაზე. ეს პროცესი შევათანხმეთ განათლების სამინისტროსთან, დღეს დილიდან დადგინდა ყველა კონტაქტი ამ მასწავლებლის, დანარჩენ კოლეგებთან და იმ კლასებში, რომელშიც შედიოდა. დილიდან გაიტესტა ყველა სავარაუდო კონტაქტი, მოსწავლე და პედაგოგი ამ სკოლის და სანამ პასუხები იქნება და დამატებითი კვლევები ჩატარდება, მანამდე, ანუ ორი კვირით, სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა,"-განმარტავს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაიშვილი. 

დღის ამბები