20 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
"გვინდა წყალი,"- აქცია სოფელ ანაგაში

ხმაური და დაპირისპირება იყო სოფელ ანაგაში. მოსახლეობა სასმელი წლის პრობლემის მოუგვარებლობის გამო, ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დღეს მათ საპროტესტო აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ უკვე რამდენიმე წელია სოფელში 200-მდე მოსახლე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

მათივე თქმით, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ათიათასობით ლარი იხარჯება, თუმცა პრობლემა არ იცვლება.

ადგილზე მყოფმა კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელმა პრობლემის მოუგვარებლობაში ადგილობრივები დაადანაშაულა.

ჯონდო გელაშვილის განცხადებით, წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის თანხა უკვე გამოყოფილია.

დღის ამბები